წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარედ გახარიას პარტიის წევრი აირჩიეს

წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარედ პარტია “გახარია-საქართველოსთვის” წევრი აირჩიეს.

კორნელი სალიამ 14 ხმა მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ სალიას კანდიდატურას ყველა ოპოზიციონერმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ერთ ბიულეტენს კი ხელმოწერა აკლდა და ის ხმის დამთვლელმა კომისიამ ბათილად ჩათვალა.

შესვენების შემდეგ სხდომა პროტესტის ნიშნად “ქართული ოცნების” დეპუტატებმა დატოვეს.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები