ზუგდიდის სოფლებში, დიდთოვლობის გამო, გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს
ზუგდიდის სოფლებში, დიდთოვლობის გამო, დილიდან გზებზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში თოვლის სახით მოსულმა ნალექმა საავტომობილო გზებზე კვლავ პრობლემები შექმნა. როგორც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, გზის გაწმენდის მიზნით, დილიდან იქნა მობილიზებული სპეციალური ტექნიკა და სპეც ჯგუფები.
“დაწყებულია გაწმენდითი სამუშაოები და შედეგად მხოლოდ ერთი სოფლის, ზედა ჩხორიის უბანია დარჩენილი პრობლემური, სადაც უკვე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, შემდეგ დაიყრება ტექნიკური მარილი და უახლოეს პერიოდში აღდგება აქაც მოძრაობა. მუნიციპალიტეტის მასშტაბით უკვე მთლიანობაში მოგვარებულია გადაადგილების მხრივ შექმნილი პრობლემები”, – აცხადებენ მერიაში.