ქრისტეს ნათლისღება უდიდესი დღესასწაულია ქრისტიანულ სამყაროში – ილია მეორე
საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში წყალი აკურთხა და სრულიად საქართველოს ნათლისღების დღესასწაული მიულოცა.
„გილოცავთ ნათლისღების დღესასწაულს. ნათლისღება ქრისტესი უდიდესი დღესასწაულია ქრისტიანულ სამყაროში. იკურთხება წყალი, ნაკურთხი წყალი უნდა იყოს შენარჩუნებული მთელი წლის განმავლობაში. ნათლისღება არის იმდენად დიდი დღესასწაული, რომ ყველა ადამიანი უნდა ეზიაროს ამ მადლს. ეს მადლი უნდა მიიღოს ყოველმა ადამიანმა. ნათლისღება არის წმინდა სამების დღესასწაული. ხმა უფლის, მისი მადლი გარდამოდის ხალხზე და ეს მადლი იცავს ყველა ადამიანს ხილული და უხილავი მტრებისგან. ადამიანების წინაშე მრავალი განსაცდელია, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი იცავს ყველა ადამიანს ამ განსაცდელისგან“, – განაცხადა პატრიარქმა.