კოვიდგადატანილ მოზარდებსა და ბავშვებში დიაბეტის განვითარების რისკი 2,5- ჯერ მატულობს – ეკატერინე ბერიშვილი
ჯანდაცვის ექსპერტი, ეკატერინე ბერიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და კოვიდ გადატანილ ბავშვებში დიაბეტის განვითარების რისკებზე საუბრობს.
“CDC-ის უკანასკნელი კვლევის მიხედვით, კოვიდგადატანილი, 18 წლის და უმცროსი ასაკის მოზარდებსა და ბავშვებში დიაბეტის განვითარების რისკი 2,5- ჯერ მატულობს”, – წერს ეკატერინე ბერიშვილი “ფეისბუქზე”.
“კორონავირუსით ინფიცირების და მასთან დაკავშირებული სერიოზული გართულებების თავიდან აცილება, ამ ასაკობრივ ჯგუფში შესაძლებელია მხოლოდ ვაქცინაციის და უსაფრთხოების წესების ზედმიწევნით დაცვის გზით!”, – წერს ეკატერინე ბერიშვილი.