ნიკა გვარამია სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს
„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს.
არსებული ინფორმაციით, საქმე შეკვეთილი მკვლელობის ორგანიზებას ეხება, რომელზეც ინფორმაციაც ჟურნალისტმა ელისო კილაძემ გაავრცელა.
მისი ინფორმაციით, ნიკა გვარამიას მკვლელობა ჩეჩნეთის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა დაუკვეთა, რის შემდეგაც ქილერები საქართველოში ჩამოვიდნენ.
გვარამიას გამოკითხვა უწყებაში დღეს, 14:00 საათზეა ჩანიშნული.