ოკუპირებულ აფხაზეთში COVID-19-ის 130 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ოკუპირებულ აფხაზეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 130 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამას გარდა, კორონავირუსით კიდევ 2 პაციენტი გარდაიცვალა.
გუდაუთის ჯანმრთელობის დაცვის ცენტრში ამჟამად 84 პაციენტი მკურნალობს, 36 მათგანის მდგომარეობა მძიმეა.
სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში კი 39 პაციენტია მოთავსებული, მათგან 20 მძიმე მდგომარეობაშია.
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 39 115 შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 577-ს შეადგენს.