თოვლის საფარმა 50 სანტიმეტრს მიაღწია – დიდთოვლობამ წალენჯიხაში პრობლემები შექმნა

დიდთოვლობამ წალენჯიხაში პრობლემები შექმნა. თოვლის საფარმა 50-სანტიმეტრს მიაღწია. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები და მოსახლეობის ნაწილი უშუქოდაა დარჩენილი.

როგორც ‘’კვირას’’ მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, თამარ ბელქანიამ განუცხადა მობილიზებულია ტექნიკა და მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები.
პარალელურად “ენერგო-პრო-ჯორჯიას” თანამშრომლები მუშაობენ ელექტროენერგიის აღდგენაზე.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, ამ დროისთვის წალენჯიხის მუნიციპალიტეტში დიდთოვლობის გამო ელექტროენერგიის გარეშე 3 ათასამდე აბონენტია დარჩენილი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,საავტომობილო გზის კმ1-კმ30 (ზუგდიდი-ჯვარი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები