მუხრანსა და ქსანში სამედიცინო ამბულატორიების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინაერეობს

მუხრანსა და ქსანში სამედიცინო ამბულატორიების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინაერეობს.
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა, დიმიტრი ზურაბიშვილმა საკრებულოს თავმჯდომარესთან, გიორგი ელოშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მუხრანისა და ქსნის სამედიცინო ამბულატორიების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
სამედიცინო დაწესებულებების რეაბილიტაციისათვის გამოყოფილი თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. აღდგენით სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერიის კონტრაქტორი კომპანიები შპს ,,ტენდექსი“ და შპს ,,სტარტ +“ ახორციელებენ.
ამ ეტაპზე, მიმდინარეობს დაწესებულებების შიდა ინტერიერისა და გარე ფასადის სარემონტო სამუშაოები, რის შემდეგ ეზოების კეთილმოწყობა დაიწყება.
პროექტით სამედიცინო ამბულატორიები აღჭურვილი იქნება ყველა შესაბამისი სამედიცინო ინვენტარით, სადაც ადილობრივი მოსახლეობა თანამედროვე სტანდარტების სამედიცინო მომსახურების მიღებას შეძლებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები