გიორგი გუგუჩია: შტორმის შედეგად მიყენებული ზარალის აღსადგენად კომპლექსური სამუშაოებია ჩასატარებელი, რისთვისაც ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ვმუშაობთ

შავ ზღვაზე დაფიქსირებულმა ძლიერმა შტორმმა ანაკლიასა და განმუხურში სანაპირო ზოლი და საზღვაო ინფრასტრუქტურა დააზიანა.

შტორმმა განმუხურის ამფითეატრს საძირკველი გამოაცალა, ასევე დაზიანებულია პოლიციის საგუშაგოს საყრდენი კედელი და სანაპირომდე მისასვლელი ბილიკები. სტიქიამ პრობლემა შეუქმნა მწვანე ნარგავებსაც.

მიყენებულ ზარალს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია და ზუგდიდის მერი მამუკა წოწერიამ გაეცნენ.

სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, მიყენებული ზარალის აღსადგენად კომპლექსური სამუშაოებია ჩასატარებელი, რისთვისაც ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად მუშაობა დაწყებულია. შტორმმა ასევე დააზიანა ფოთში კუნძულის უბანში სანაპირო ზოლი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები