სამტრედიაში, მაღალმთიან სოფლებში დიდთოვლობის გამო ადგილობრივი მნიშვნელობის გზების გაწმენდის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში დიდთოვლობის გამო ადგილობრივი მნიშვნელობის გზების გაწმენდის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, გზების გაწმენდით სამუშაოებს ადგილზე აკვირდება მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბახტაძე.

“დიდთოვლობის გამო ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით. იწმინდება შიდა სასოფლო გზები, რასაც უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს შესაბამისი ტექნიკა. დიდთოვლობის შემთხვევაში არანაირი შეფერხება მოსახლეობას არ შეექმნება. მობილიზებულია საავტოვმობილო გზების დეპარტამენტის საკონტრაქტო კომპანია შპს ,,ლატექსი” კუთვნილი ტეკნიკით. სწორედ მათი დახმარებით ხორციელდება საგზაო სამუშაოები”, – აცხადებს სამტრედიის მერი, დავით ბახტაძე, რომელიც გაწმენდით სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები