მამუკა წოწერიას განცხადებით, ზუგდიდის ყველა ადმინისტრაციულ ცენტრამდე მისასვლელი გზა თოვლისგან გაწმენდილია
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, თოვლის სახით მოსულმა უხვმა ნალექმა. რამდენიმე ადმინისტრაციული ერთეულის საავტომობილო გზაზე გადაადგილების პრობლემა შექმნა. დილიდან აქტიურად მიმდინარეობს საავტომობილო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები და იყრება ტექნიკური მარილი. ამჟამად ყველა ადმინისტრაციულ ერთეულამდე მისასვლელი გზა გაწმენდილია მიმდინარეობს შიდა საუბნო გზების გზებზე თოვლის საფარისგან გაწმენდის სამუშაოები. სამუშაო პროცესს ადგილზე ეცნობა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია.
„ზუგდიდში თოვლის სახით მოსულმა უხვმა ნალექმა გარკვეული პრობლემები შექმნა, როგორც სატრანსპორტო მოძრაობის თვალსაზრისით, ასევე ელექტრო ენერგიის მიწოდების თვალსაზრისით, გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს, ოპერატიულად იქნა შესაბამისი ტექნიკა მობილიზებული. ვმუშაობთ, როგორც ადგილობრივი ძალებით, ასევე სამუშაოებს ახორციელებს საგზაო დეპარტამენტის კონტრაქტორი კომპანია.
ამ დროისთვის ყველა ცენტრალური გზა გაწმენდილია და მოძრაობა აღდგენილია. დარჩენილია მაღალი ზონის სოფლების შიდა საუბნო გზების გარკვეული პრობლემური ადგილები, რომელიც იწმინდება. გაწმენდითი სამუშაოების პარალელურად მიმდინარეობს ტექნიკური მარილის დაყრის სამუშაოები რაც საბოლოო ჯამში გვაძლევს იმის საშუალებას, რომ საავტომობილო გზები ყველგან იყოს გახსნილი და არ შეექმნას ტრანსპორტს მოძრაობის დროს პრობლემები” – განაცხადა ზუგდიდს მერმა მამუკა წოწერიამ.
მერის ინფორმაციით დიდთოვლობის გამო 20-მდე ადმინისტრაციულ ერთეულს ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება:
„რაც შეეხება ელექტრო ენერგიის აღდგენას მიმდინარეობს სამუშაოები, ოცამდე სოფელს შეზღუდვით მიეწოდება ელექტრო ენერგია, მაგრამ უმოკლეს ხანებში ესეც გამოსწორდება”- აღნიშნა ზუგდიდის მერმა.