ლანჩხუთის სოფელ გვიმბალაურში ვაქცინაციის წამახალისებელი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ გვიმბალაურში ვაქცინაციასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ნატო მენაღარიშვილმა ვრცლად ისაუბრა კოვიდპანდემიაზე. ამავე დროს, უპახუსა მოსახლეობის მიერ დასმულ შეკითხვებს ვაქცინაციასთან დაკავშირებით.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ბოლო პერიოდში, სადღესასწაულო დღეებში იმატა ინფიცირების შემთხვევებმა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მთავრობის წამახალისებებლი კამპანიის ფარგლებში გაიზარდა ვაქცინირებულთა რაოდენობა. წახალისების პროგრამით სარგებლობა ახლა უკვე 50 წლის და უფროსი ასაკის საქართველოს მოქალაქეებს შეუძ₾იათ. მათ კორონა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზის ჩატარების შემდეგ 200-ლარიანი ერთჯერადი დანამატი ჩაერიცხება.
საინფორმაციო შეხვედრას ლანჩხუთის მერი, ალექსანდრე სარიშვილი და მოადგილე, ეკატერინე გუჯაბიძე ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები