კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 3 144 თბილისში, 557 აჭარაში, 539 კი იმერეთში გამოვლინდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს რეგიონებიდან კორონავირუსის ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა თბილისში, აჭარასა და იმერეთში გამოვლინდა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 381 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 3 144 შემთხვევა, აჭარა – 557, იმერეთი – 539, ქვემო ქართლი – 191, შიდა ქართლი – 262, გურია – 100, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 230, კახეთი -173, მცხეთა-მთიანეთი – 101, სამცხე-ჯავახეთი – 69, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -15.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 990 183 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 925 137, გარდაიცვალა 14 425 პაციენტი.