ვასილ ჩიგოგიძე: სხვადასხვა საჭიროების მქონე ოჯახების დახმარებას ეტაპობრივად გავაგრძელებთ

პარლამენტის წევრმა, გურიის მაჟორიტარმა დეპუტატმა ვასილ ჩიგოგიძემ და ლანჩხუთის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა, მუნიციპალიტეტში მცხოვრები შეჭირვებული ოჯახები მოინახულეს და ადგილზე გაეცნენ მათ პრობლემებს.

„სხვადასხვა საჭიროების მქონე ოჯახების დახმარებას ეტაპობრივად გავაგრძელებთ. დავეხმარებით ყველა იმ ადამიანს, ვისაც ჩვენი მხრიდან თანადგომა სჭირდება”, – განაცხადა ვასილ ჩიგოგიძემ.

ალექსანდრე სარიშვილის განმარტებით, პანდემიის პირობებში ასეთ ოჯახებს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ. მსგავსი აქცია მომავალშიც გაგრძელდება და ერთად არაერთ მოწყვლად ოჯახს დაეხმარებიან.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები