მცხეთის მერიამ ნიჩბისის ტერიტორია სრულად დაასუფთავა
მცხეთის მერიამ ნიჩბისის ტერიტორია სრულად დაასუფთავა. ამის შესახებ მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს ინფორმაციას.
“გუშინ, 12 იანვარს, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიჩბისის ტერიტორიის დანაგვიანების შესახებ.
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიას, როგორც ყოველთვის, აღნიშნულ ფაქტზე ჰქონდა მყისიერი რეაგირება და დღეს სრულად მოხდა ტერიტორიის დასუფთავება.
ა(ა)იპ – კეთილმოწყობის სამსახური მუდმივად ზრუნავს სუფთა გარემო შეუქმნას მოსახლეობას, თუმცა რა თქმა უნდა, მოქალაქეებმა თავადაც უნდა იზრუნონ, მის შექმნა/შენარჩუნებაზე.
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია მოგიწოდებთ ყველა მოქალაქეს, გამოიჩინოთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და ერთად ვიზრუნოთ ჩვენთვის და ჩვენი შვილებისთვის ეკოლოგიურად სუფთა გარემოზე”, – ნათქვამია ინფორმაციაში.