საგარეჯოში, გიორგიწმინდისა და თოხლიაურის საბავშვო ბაღებში ცენტრალური გათბობა დამონტაჟდა
საგანმანათლებლო-სააღმზრდელო პროცესის კომფორტულ გარემოში წარმართვის მიზნით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მასშტაბით, დაწესებულებების სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეჯოს მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, ამჯერად, სოფელ გიორგიწმინდისა და თოხლიაურის საბავშვო ბაღებში სარემონტო სამუშაოები დასკვნით ფაზაშია. რეაბილიტაციასთსნ ერთად, შენობაში ცენტრალური გათბობის სამონტაჟო სამუშაოები განხორციელდა.