გორის თეატრში იძულებით გადაადგილებული და სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის სპექტაკლი ,,საშობაო სიმღერა“ გაიმართა
გორის თეატრში იძულებით გადაადგილებული და სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის სპექტაკლი ,,საშობაო სიმღერა“ გაიმართა. ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, სპექტაკლის შემდეგ პატარებმა გორის მერიისგან საჩუქრებიც მიიღეს, თოვლის პაპასა და ზღაპრის გმირებთან სამახსოვრო სურათები გადაიღეს და უფასო ატრაქციონებსაც ეწვივნენ.
“უფასო სპექტაკლი და საჩუქრები გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და ერისთავის თეატრის ერთობლივი პროექტია, რომელიც გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 600 იძულებით გადაადგილებული და სოციალურად დაუცველი ბავშვისთვისაა გათვალისწინებული.
სპექტაკლი, რომელიც ჩარლზ დიკენსის მოთხრობის მიხედვით გორის თეატრის დასმა დადგა, კოვიდრეგულაციების დაცვით 12 და 13 იანვარსაც 14:00 საათზე გაიმართება. მოსაწვევები ბავშვებს წინასწარ დაურიგდათ.
პროექტი ,,ახალი წელი ერისთავის თეატრში“ , ,,გორის მუნიციპალიტეტის კულტურის ხელშეწყობისა და პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება. მისი მიზანი იძულებით გადაადგილებული და სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის საახალწლო განწყობის შექმნა და თეატრით დაინტერესებაა.
გორის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით, საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში ბავშვებს ქალაქის ცენტრალურ მოედანზე გამართულ ატრაქციონებზეც უმასპინძლებენ. უფასო ატრაქციონებით 15 იანვრამდე 2000 სოციალურად დაუცველი ბავშვი ისარგებლებს, რომლებიც ბილეთებს მერის წარმომადგენლებისგან მიიღებენ”,- ნათქვამია ინფორმაციაში.