სერგი ხიდეშელმა ონის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან 2022 წლის პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა

ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგი ხიდეშელმა, მოადგილეებთან – გიორგი ნოდარიშვილთან და ლევან შერაზადიშვილთან ერთად, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან 2022 წლის პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას ონის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, შეხვედრას რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის, გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ონში ესწრებოდა.
სერგი ხიდეშელმა წარმომადგენლებს  შობა-ახალი წელი მიულოცა და წარმატებები უსურვა მათ პროფესიულ საქმიანობაში.
წარმომადგენლემა ისაუბრეს მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ, ასევე განიხილეს ადმინისტრაციულ ერთეულებში ამ პერიოდისთვის გამოკვეთილი პრობლემური საკითხები.
სერგი ხიდეშელის განცხადებით, პრობლემური საკითხის მოგვარების პროცესში უშუალოდ ჩაერთვება, რათა მერიის მხრიდან დროულად იქნას მიღებული საჭირო ზომები.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები