ონში საახალწლო ღონისძიებები გაიმართა

ონში დილიდან მოეწყო საშობაო ბაზრობა, საბავშვო გასართობი სივრცეები. ტერიტორიაზეგანთავსდა ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები.  მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვაგასართობი ღონისძიებები გაიმართა.

მუნიციპალიტეტში მცხოვრებ პატარებს თოვლისბაბუა ტკბილეულითა და საჩუქრებითგაუმასპინძლდა.

ონში საახალწლო ღონისძიება გალა კონცერტითდა ფოიერვერკით დასრულდა.

მაყურებლის წინაშე წარსდგა მომღერალი ოთონემსაძე ბენდთან ერთად, მანამდე კი ონისმუნიციპალიტეტის ა(ა)იპ გიგა ჯაფარიძისსახელობის კულტურის ცენტრის და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის მომღერლებმამაყურებელს ერთსაათიანი საინტერესოდდატვირთული პროგრამა წარმოუდგინეს.

ღონისძიებაზე დაცული იყო კოვიდრეგულაციები.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში საახალწლო ღონისძიებები პრემიერის ინიციატივით ტარდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები