ვარდისუბანში ახლადრეაბილიტირებული საბავშვო ბაღი ქვემო ქართლის რწმუნებულმა დაათვალიერა

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილმა და დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა კობა მურადაშვილმა სოფელ ვარდისუბანში ახლადრეაბილიტირებული საბავშვო ბაღი დაათვალიერეს.
შესრულებული სამუშაოების ფარგლებში ადგილზე შეიცვალა შიდა კომუნიკაციები, მოწესრიგდა გარე-ფასადი და სახურავი, გარემონტდა სააღმზრდელო ოთახები, დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის სისტემა, მოეწყო საბავშვო გასართობი მოედანი.
პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 580 550 ლარით დაფინანსდა. საბავშვო ბაღში ამ ეტაპზე 40 აღსაზრდელი ირიცხება.
როგორც მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა განაცხადა მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებმა სკოლამდელი განათლება თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში მიიღონ, სწორედ ამიტომ, აღნიშნული მიმართულებით სამუშაოები კვლავ აქტიურად გაგრძელდება და დმანისის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს ორი ახალი საბავშვო ბაღი აშენდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები