მეხუთედ ჩაშლილი საკრებულოს სხდომა – ზუგდიდში კვორუმი ისევ ვერ შედგა

ზუგდიდში საკრებულოს სხდომა ისევ ჩაიშალა – ოპოზიცია საკრებულოში პროტესტის ნიშნად არ მივიდა. სხდომას არ დაესწრნენ გახარიას გუნდის წევრებიც.

კვორუმის არ არსებობის გამო, ერთსაათიანი შესვენება გამოცხადდა, თუმცა კვორუმი მაინც ვერ შედგა. ეს უკვე მეხუთე შემთხვევაა, როდესაც ზუგდიდის საკრებულოში სხდომა ვერ ტარდება.

როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, გახარიას პარტიასთან შეთანხმება ვერ შედგა. ყოფილი პრემიერის გუნდი საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციაზე თავისი კანდიდატისთვის მხარდაჭერას ითხოვს. ასევე, სამიდან ორი მოადგილის პოსტზე და 5 კომისიიდან 3-ის ხელმძღვანელად „ქართულ ოცნებას“ საკუთარი დეპუტატის დანიშვნა სურს. ეს შეთავაზება ოპოზიციისთვის მიუღებელია, რის გამოც სხდომებს არ ესწრებიან.

აღსანიშნავია, რომ საკრებულოს სხდომები კიდევ რამდენიმე მუნიციპალიტეტში ვერ ტარდება. მიზეზი იგივეა – პარტიები საკრებულოს თავმჯდომარეების არჩევასა და თანამდებობების გადანაწილებაზე ვერ თანხმდებიან.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები