ონში, შარდომეთში სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ შარდომეთში სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდის სარეგულაციო რკინა-ბეტონის კედლის აღდგენითი სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, მერმა სერგი ხიდეშელმა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელმა თეიმურაზ გძელიშვილმა შარდომეთში მიმდინარე სამუშაოები ადგილზე დაათვალიერეს.
სარეაბილიტაციო პროცესს შპს “ცოტნე“ ახორციელებს.
აღნიშნული სამუშაოები 2022 წლის იანვრის ბოლოს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები