სერგი ხიდეშელი: შრომით, მეტი ენთუზიაზმით და ერთმანეთის გვერდში დგომით უნდა შევძლოთ მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის წინ მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა

ონის მუნიციპალიტეტის მერმა – სერგი ხიდეშელმა, მოადგილეებთან გიორგი ნოდარიშვილთან და ლევან შერაზადიშვილთან ერთად, 2022 წლის პირველი სამუშაო შეხვედრა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებთან გამართა.
მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, სერგი ხიდეშელმა თანამშრომლებს შობა – ახალი წელი მიულოცა და წარმატებები უსურვა პროფესიულ საქმიანობაში.
შეხვედრაზე 2021 წელს მუშაობის პერიოდში გამოკვეთილი პრობლემური საკითხები, ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე მიმდინარე და დასრულებული სამუშაოები განიხილეს.
“ეს წელი იქნება ბევრად უკეთესი, ვიდრე 2021 წელი, ამის იმედს მაძლევს გუნდი, რომელიც გვერდში მიდგას. შრომით, მეტი ენთუზიაზმით და ერთმანეთის გვერდში დგომით უნდა შევძლოთ მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის წინ მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა” – განაცხადა სერგი ხიდეშელმა.
შეხვედრაზე სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები