საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ოზურგეთში მოსახლეობის პროტესტს ეხმაურება, რომელიც ნასაკირალის უღელტეხილის სარეაბილიტაციო სამუშაოებს უკავშირდება.
დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის გზაზე სამუშაოები დასკვნით ფაზაშია და მაისის ბოლოს სრულდება.
“ნასაკირალის მონაკვეთზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების სახელშეკრულებო ვადად განსაზღვრული 12 თვე და სამუშაოების დასრულების საბოლოო ვადა 2022 წლის 27 მაისია. შესაბამისი პროგრესით მიმდინარეობს სამუშაოები პროექტის დანარჩენ მონაკვეთებზეც, ხოლო ჩოხატაურის მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დასკვნით ფაზაშია – დაგებულია ასფალტო-ბეტონის საფარი და დასრულებულია გზის მონიშვნის სამუშაოები”, – წერია განცხადებაში.