აჭარიდან 37 153 ტონა ციტრუსის ექსპორტი განხორციელდა

აჭარიდან მიმდინარე სეზონზე 37 153 ტონა ციტრუსის ექსპორტი განხორციელდა. ნარინჯისფერი რთველი შეფერხებების გარეშე წარიმართა. ინფორმაციას აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მათი ცნობით, მანდარინის ექსპორტის მოცულობა წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 10%-ით მეტია.

“რეგიონში მოქმედებდა 30–მდე ციტრუსის მიმღებ შემფუთავი საწარმო და არასტანდარტული ციტრუსის 1 გადამამუშავებელი საწარმო. სულ მიღებული და გადამუშავებული იქნა 9 293 ტონა არასტანდარტული მანდარინი.

ციტრუსის სეზონის ორგანიზებულად ჩატარების, საექსპორტო ბაზრებზე კონკურენტუნარიანი და მაღალხარისხიანი ციტრუსის მიწოდების მიზნით, მოქმედებდა ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი, რომლის ფუნქციონირების ძირითადი მიზანი მანდარინის ჩაბარების პროცესის შეუფერხებელი მიმდინარეობის უზრუნველყოფა იყო. სამინისტრომ მიერ მოხდა მანდარინის სუფსიდირება 0,10 ლარის ოდენობით.
მეციტრუსე ფერმერები შეფასებით წლევანდელი სეზონი იყო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები