საგარეჯოში წყლის სისტემების მოწყობა გრძელდება – სამუშაოებს მერი ადგილზე გაეცნო

საგარეჯოს მუნიციპალტეტის მერმა, ავთანდილ გულიკაშვილმა, მონიტორინგის მიზნით, საკრებულოს თავჯდომარე ალექსი გილაშვილსა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ე. წ. ნასადგომარის წყლის გარდამავალი პროექტის მიმდინარე სამუშაოები ადგილზე მოინახულა და კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებს გაესაუბრა. ინფორმაციას საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, მოეწყო 4 ჭაბურღილი, წყლის შემკრები რეზერვუარი, დამონტაჟდა ცენტრალური მაგისტრალი და სატუმბი სადგური.
დარჩენილი სამუშაოები დაქსელვა-გამრიცხველიანებას ითვალისწინებს, რის შემდეგაც, სოფელ გიორგიწმინდისა და ანთოკ-მარიამჯვრის მოსახლეობას 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები