რა საკალანდო ღონისძიებები გაიმართება 13 იანვარს ოზურგეთში – დღის განრიგი

რა საკალანდო ღონისძიებებია 13 იანვარს დაგეგმილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში – ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

“13:00 საათი • კულტურის ცენტრი – საბავშვო კონცერტი და თოჯინების თეატრი
15:00 საათი • ოზურგეთის ტექნოპარკი – პრეზენტაციები “კალანდა და გურული მასპინძლობა” – პანელის მონაწილეები: ესმა კუნჭულია, ქეთი კვიჭიძე და ლანა ჟღენტი. მოდერატორი: ავთო თავდიშვილი
17:00 საათი • სოფელი შემოქმედი – საკალანდო ბაზრობის გახსნა; მასპინძლები:
ადგილობრივი მეწარმე ოჯახები, – ჩხაიძეები, ჟღენტები, შარაშიძეები, ვაშალომიძეები, მდინარაძეები, დარჩიები, ზაქარიაძეები.
სტუმრები: სტარტაპი #ბამო და ქართველ მეწარმეთა მაღაზია 8/10 Shop.
კულინარიული მასტერკლასი • სოფელი შემოქმედი – შეფმზარეული ლადო დანელია. მივიწყებული გურული კერძების გაცოცხლება
18:00 საათი • სოფელი შემოქმედი – ეთნოგრაფიული ეზო – ტრადიციული საკალანდო რიტუალი – აგუნა, ჩიჩილაკი და ჭურის გახსნა
19:00 საათი • სოფელი შემოქმედი – გალა კონცერტი
თეატრალური კვარტეტი და ბენდი
საკალანდო ფოიერვერკი

ღონისძიებების დროს გთხოვთ დაიცვათ კოვიდუსაფრთხოების წესები”, – აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები