კვორუმის არასებობის გამო სენაკის საკრებულოს სხდომა კვლავ გადაიდო
სენაკის საკრებულოში კვორუმი ვერ შედგა, რის გამოც სხდომა კიდევ ერთხელ გადაიდო. სხდომას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” 3 წევრი, პარტიის “საქართველოსთვის” 2 დეპუტატი და “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ.
სენაკის საკრებულოში თავმჯდომარე ამ დრომდე ვერ აირჩიეს.
წარმომადგენლობით ორგანოში სულ 33 წევრია, მათ შორის “ქართული ოცნებიდან” 16 დეპუტატი, 13 ნაციონალური მოძრაობიდან, ხოლო 4-ს კი პარტია “საქართველოსთვის” მანდატი აქვს.