“განახლებული რეგიონების” პროექტის ფარგლებში, დმანისში 2 მილიონამდე ლარის ღირებულების 4 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება

დმანისის მუნიციპალიტეტში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული განახლებული რეგიონების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 2 მილიონამდე ლარის ღირებულების 4 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება. ინფორმაციას მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, სამუშაოების მიმდინარეობის პროცესი ადგილზე პირადად მოინახულეს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილმა და მუნიციპალიტეტის მერმა კობა მურადაშვილმა.
• პროექტის ფარგლებში, დმანისის მუნიციპალური ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი რეკრეაციული სივრცეები და შადრევნები ეწყობა;
• ხორციელდება კულტურის სახლის ფასადისა და „თავისუფლების ხეივანის” მშენებლობა – რეაბილიტაცია;
• იცვლება მიწისქვეშა საკომუნიკაციო სისტემები;
• აღდგება დაზიანებული ბორდიურები;
• წესრიგდება მოსასვენებელი სივრცეები, დეკორატიული შემოღობვითა და გარე-განათებებით.
აღსანიშნავია, რომ ქვემო ქართლის მხარეში, განახლებული რეგიონების ფარგლებში მიმდინარე ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი აქტიურად ხორციელდება – შესრულებული სამუშაოების ხარისხსა და მიმდინარეობის პროცესს, ყველა ლოკაციაზე, ადგილზე პირადად გაეცნო ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები