დმანისში, გოჩა ტყეშელაშვილის საავტორო წიგნის, “პირველკლასელთა აკადემია” – პრეზენტაცია გაიმართა
ეტალონის პროექტების სულისჩამდგმელი გოჩა ტყეშელაშვილი სამუშაო ვიზიტით დმანისის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა. როგორც “კვირას” მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, გოჩა ტყეშელაშვილმა მისი საავტორო წიგნის “პირველკლასელთა აკადემია” პრეზენტაცია გამართა.
“შეხვედრაზე საფუძველი ჩაეყარა სამომავლოდ მჭიდრო თანამშრომლობას, რის შემდეგაც “პირველკლასელთა აკადემია”, სამომავლოდ არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებისათვისაც იქნება ხელმისაწვდომი, რაც დმანისელ პატარებს ქართული ენის შესწავლას გაუადვილებს. ჩემი ინიციატივით “პირველკლასელთა აკადემია” სამომავლოდ ქართულ-აზერბაიჯანულ ენაზე გამოიცემა და დმანისელი არცერთი მომავალი პირველკლასელი არ დარჩება აღნიშნილი სახელმღვანელოს გარეშე”, – განაცხადა დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა.
შეხვედრას მერიისა და საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.