ბათუმში ჯავახიშვილის 47-ში მცხოვრებლები ბინებს ტოვებენ – მერიას ისინი დროებით ქირით გადაყავს

ბათუმში ჯავახიშვილის #47-ის მცხოვრებლები ბინებს ტოვებენ. უკვე დაცლილია ორი სადარბაზო. ისინი მერიას საცხოვრებლად ქირით გადაჰყავს.

ადგილობრივების განცხადებით, ბზარები პირველ სართულზე ერთ-ერთ ბინაში რამდენიმე დღის წინ შეამჩნიეს, რის შემდეგაც შესაბამის სამსახურებს მიმართეს. მათივე ვარაუდით, დაზიანებულია საყრდენი ბოძები. კორპუსი ძველია, მას ზემოდან ერთი სართული აქვს დაშენებული და არის მიშენებებიც.

როგორც მერიაში ამბობენ, ისინი ექსპერტიზის პასუხს უახლოეს დღეებში ელოდებიან, სადაც სპეციალისტები გამოაქვეყნებენ დასკვნას, არის თუ არა კორპუსი ავარიული და რამდენად უსაფრთხოა იქ ცხოვრება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები