ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სოფლებთან მისასვლელი გზების გაწმენდა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს

დიდი თოვლისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფლების ნაწილში გადაადგილება შეფერხდა.
გაწმენდითი სამუშაოები დილიდან დაიწყო და სამუშაო პროცესი ამ დრომდე ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.
დილიდან პრობლემურ უბნებზე იმყოფებიან სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძე და დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი ქრისტინე კობახიძე.
გზების გაწმენდითი სამუშაოები ეტაპობრივად სხვადასხვა მიმართულებით გაგრძელდება და ყველა პრობლემურ მონაკვეთს მოიცავს.

ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები