საგარეჯოს მერი “ახალგაზრდული საბჭოს” წევრებს შეხვდა

ახალგაზრდების გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩასართავად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა – ავთანდილ გულიკაშვილმა მოადგიესთან-გიორგი ლალიაშვილთან და კულტურის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელ-არჩილ ჯაბადართან ერთად ახალგაზრდული საბჭოს წევრებთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

საბჭოს წევრებმა მერთან შეხვედრისას არაერთი ინიციატივა გააჟღერეს, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ავთანდილ გულიკაშვილმა თითოეული ადმინისტრაციული ერთეულიდან, ახალგაზრდების საჭიროებების გამოვლენის მიზნით, სოციოლოგიური კვლევის ჩატარების ორგანიზება ითხოვა, რათა სამომავლო პრიორიტეტები და სამუშაო სტრატეგიის შემუშავების პროცესში თავად ჩაერთოს და დასახოს წლის გეგმა.

“ამ მიმარულებით გეგმიური შეხვედრები კვლავ გაგრძელდება და აქტიური მუშაობა დაიწყება ახალგაზრდული პოლიტიკის შემუშავების კუთხით. თავად გავუწევ მონიტორინგს ახალგაზრდების ჩართულობას სხვადასახვა მიმართულებით: გარემოს დაცვა, კულტურული აქტივობები, მონაწილეობითი ბიუჯეტის პროცესს. გარდა ამისა, არსებობს რიგი საკითხებისა, სადაც ახალგაზრდების ხედვა და მათი კომპეტენცია აუცილებელია, რათა მაქსიმალურად სწორად განვსაზღვროთ მომავალი თაობისთვის საჭირო სტრატეგია. სწორედ ამ მიზნით, ჩვენ გავაგრძელებთ კომუნიკაციას და კოორდინირებულად შევიმუშავებთ და დავგეგმავთ სხვადსახვა აქტივობებს.
მე იმედი მაქვს, რომ სამომავლოდ, ჩვენი მჭიდრო ურთიერთობა იქნება საუკეთესო პრაქტიკის დანერგვის საფუძველი”, – განაცხადა ავთანდილ გულიკაშვილმა.

ცნობისთვის, ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასთან ერთად შეიქმნა “ახალგაზრდული საბჭო”, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

შეგახსენებთ, რომ „ახალგაზრდული საბჭო” ირჩევა 2 წლის ვადით და დაკომპლექტებულია 14 -დან 29 წლის ჩათვლით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდებით.
ახალგაზრდული საბჭოს ძირითადი ფუნქციებია:
ახალგაზრდული პოლიტიკის შემუშავება, მონიტორინგი, შეფასება;
მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა;
ახალგაზრდების ინფორმირება დაგეგმილი ღონისძიებებისა და აქტივობების შესახებ;
ახლგაზრდების ცნობიერების ამაღლება სოციალური, ეკოლოგიის და ადამიანის უფლებების შესახებ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები