ლაგოდეხში ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის ფაქტი გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის ფაქტი გამოავლინეს.

“მოქალაქემ, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალის მიმდებარედ, ავტომანქანის მისაბმელიდან, გარემო 2 კილოგრამზე მეტი მუნიციპალური ნარჩენით დაანაგვიანა.
სამართალდამრღვევმა დაუყოვნებლივ მოახდინა ტერიტორიის ნარჩენისგან დასუფთავება.
შედგა ოქმი, ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისი მუხლით”,- აღნიშნულია გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები