ზუგდიდში პარტია “საქართველოსთვის” სამეგრელოს ორგანიზაციის ხელმძღვანელს თავს დაესხნენ
პარტია “საქართველოსთვის” სამეგრელოს ორგანიზაციის ხელმძღვანელს, მალხაზ თორიას და მის არასრულწლოვან შვილს თავს დაესხნენ და სცემეს. ამის შესახებ ინფორმაცია პარტია “საქართველოსთვის” პოლიტ საბჭოს წევრმა კახა ქემოკლიძემ საგანგებო ბრიფინგზე გაავრცელა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე მოკვლევა დაიწყო. უწყება საქმეს სამი მუხლით იძიებს. მათ შორის ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარების, მუქარისა და სხვისი ნივთის დაზიანების მუხლებით.