ახალციხის მუნიციპალიტეტში სასურსათო დახმარების დარიგება მიმდინარეობს

 

ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა უკიდურესად შეჭირვებულმა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დროებით რეგისტრირებულმა იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახებმა წინასაახალწლოდ სასურსათო დახმარება მიიღეს. ინფორმაციას ამის შესახებ ახალციხის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა ქალაქ ახალციხეში და ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრები ოჯახები პირადად მოინახულეს და სასურსათო დახმარება გადასცეს.

„აღნიშნულ დახმარებას, ახალციხის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის ფარგლებში მოქმედი პროგრამით მოსარგებლე 238 ოჯახი, მათ შორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დროებით რეგისტრირებული 100 ოჯახი მიიღებს.

გარდა ამისა, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისა და ადგილობრივი ბიზნესმენის ბიძინა გოზალოვის ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში, ფქვილით და სასოფლო სამეურნეო პროდუქტებით დახმარება გაეწევა ქალაქ ახალციხეში მცხოვრებ 50 უკიდურესად შეჭირვებულ ოჯახს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები