ონის ბიბლიოთეკაში 2021 წლის პერიოდში ჩატარებული საზოგადოებრივი აქტივობები და 2022 წლის სამოქმედო გეგმა წარადგინეს
საახალწლო კვირეულის ფარგლებში, ააიპ “ონის ბიბლიოთეკაში” გაიმართა ღონისძიება “შეხვედრა ბიბლიოთეკის აქტიურ მკითხველთან”, სადაც წარმოდგენილი იყო 2021 წლის პერიოდში ჩატარებული საზოგადოებრივი აქტივობები და 2022 წლის სამოქმედო გეგმა. ინფორმაციას ონის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, ბიბლიოთკის აქტიური მკითხველების მონაწილეობით მრავალი კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართა, როგორც ქალაქ ონში, ასევე მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფელში
შეხვედრაზე ა(ა)იპ “ონის ბიბლიოთკის” დირექტორმა, პოეტმა ანა ერისთავმა სტუმრებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა, მადლობა გადაუხადა თანამშრომლებს მომავალი თაობების აღზრდის საქმეში ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებისთვის, ასევე მუნიციპალიტეტის კულტურის, მეცნიერების და წიგნიერების დონის ამაღლების ხელშეწყობისთვის.
აღსანიშნავია, რომ 2022 წლიდან ააიპ “ონის ბიბლიოთეკა” მკითხველს უმასპინძლებს ახლადრეაბილიტირებულ და კომფორტულ სივრცეში.