ონში, წითელი ჯვრის ინიციატივით და მერიის მხარდაჭერით, სხვადასხვა საჭიროების მქონე ოჯახებს საახალწლო სურსათი გადაეცათ
ონის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საზოგადოება საქართველოს წითელი ჯვრის ონის ფილიალის ინიციატივით და ონის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, 30 დეკემბერს, ონის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სხვადასხვა საჭიროების მქონე ოჯახებს საახალწლო სასურსათო ნაკრები გადაეცათ.