შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ ოჯახებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები შიდა ქართლში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ  სოციალურად შეჭირვებულ და მრავალშვილიან ოჯახებს ესტუმრნენ და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს.  განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა  ოჯახებს საყოფაცხოვრებო ნივთები, სურსათი, ტკბილეული გადასცეს, ბავშვები კი,  ველოსიპედებითა და ტკბილეულით დაასაჩუქრეს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები