ხულოს დრამატულ თეატრში საახალწლო კონცერტი გაიმართა

დღეს ხულოს დრამატულ თეატრში საახალწლო კონცერტი გაიმართა. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, საახალწლო ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები, ინდივიდუალური შემსრულებლები და მუსიკალური ჯგუფები.

“ღონისძიებაზე, ანსამბლი “ბერმუხას“ წევრები საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე ღირსების ორდენით და ხულოს მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით, კულტურის სფეროში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ.

ღონისძიება კოვიდრეგულაციების დაცვით ჩატარდა.

საახალწლო კონცერტები ეტაპობრივად მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები