სამტრედიაში შეჭირვებულ ოჯახებს საახალწლო ნობათი დაურიგეს

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ, ნუგზარ ჯამბურიამ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, შეჭირვებულ ოჯახებს საახალწლო ნობათი დაურიგეს. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, საახალწლო ნობათები, მუნიციპალიტეტის მერმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ოჯახებს პირადად მიუტანა და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.

“ჩვენი მთავარი პრიორიტეტი იმ ფენაზე ზრუნვაა, რომელიც სოციალურ პრობლემებს ებრძვის. ჩვენ მუდმივად გვერდით დავუდგებით მათ. არამარტო გასართობი ღონისძიებებით შემოვიფარგლებით. ვცდილობთ, გავულამაზოთ თითოეულ მათგანს ახალი წლის შემობრძანება.მერიის სოციალური პაკეტი მომავალშიც იქნება მიზნობრივ ფენებზე მორგებული. ვულოცავ ყველას, ჯანმრთელობას და ბარაქას ვუსურვებ მათ”, – განაცხადა დავით ბახტაძემ.

საახალწლო ნობათი მუნიციპალიტეტის მასშტაბით სამასმა ოჯახმა მიიღო.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები