მესტიაში ხატზე დაიფიცეს, რომ მაინერებს გათიშავენ

მესტიაში ხატზე დაფიცების რიტუალი გაიმართა: ადგილობრივმა მოსახლეობამ ფიცი დადო, რომ ის ოჯახები, ვისაც მაინერები აქვთ დამონტაჟებული, მათ გათიშავენ.

რიტუალი მესტიის ცენტრში, წმინდა გიორგი სახელობის ეკლესიაში ჩატარდა და მას ოაჯახებიდან თითო წარმომადგენელი ესწრებოდა.
მოსახლეობის თქმით, ხატზე დაფიცების რიტუალი რეგიონში კანონზე მაღლა დგას და მისი ჩატარება, არსებული პრობლემის მოსაგვარებლად ერთადერთი გამოსავალია.

ცნობისთვის, მესტიაში ბოლო ერთი თვეა უშუქობის პრობლემა აქვთ. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ამის ძირითადი მიზეზი მუნიციპალიტეტში კრიპტოვალუტის საწარმოების არსებობაა.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები