გორში საახალწლო გამოფენა-გაყიდვა მოეწყო

გორში საახალწლო ღონისძიებები გრძელდება.

დღეს, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ადგილობრივი სოციალური მეწარმეების საახალწლო გამოფენა-გაყიდვა მოეწყო.

ღონისძიებას გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ვალერიან მჭედლიძე ესწრებოდნენ.

ღონისძიების მიზანი გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მცირე და საშუალო მეწარმეების მხარდაჭერა და მათი საქმიანობის პოპულარიზაცია იყო. მეწარმების თხოვნით გამოფენა – გაყიდვა საახალწლო დღეებშიც გაგრძელდება.

ღონისძიება გორის მუნიციპალიტეტის მერიის, CENN და ევროკავშირის ხელშეწყობით იმართება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები