პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ქარელში საშობაო ბაზრობა და საახალწლო ღონისძიებები გაიმართა
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 24 დეკემბრიდან 8 იანვრის ჩათვლით, საქართველოს ყველა რეგიონში საახალწლო ღონისძიებები გაიმართება. ქარელში საშობაო ბაზრობა, გამოფენა- გაყიდვა, საბავშვო გასართობი სივრცეები, ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები მოეწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ქარელის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ პატარებს თოვლის პაპამ ტკბილეული და საჩუქრები გადასცა.
“საღამოს საათებში, გაიმართა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ როგორც ადგილობრივი, ასევე, დედაქალაქიდან მოწვეული შემსრულებლები.
ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა გულიაშვილმა მოსახლებას დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა. საახალწლო ღონისძიებები საზეიმო ფოიერვერკით დასრულდა.
ღონისძიებაზე დაცული იყო კოვიდ რეგულაციები. ადგილობრივები მოსახლეობის თქმით, მსგავსი ტიპის და მასშტაბის ღონისძიება ამ დრომდე არ ახსოვთ”,- აღნიშნულია ქარელის მერიის მიერ ინფორმაციაში.