ონში საახალწლო კონცერტი გაიმართა

საახალწლო კვირეულის ფარგლებში, ონის მუნიციპალიტეტში, გიგა ჯაფარიძის სახელობის ონის კულტურის ცენტრში კონცერტი გაიმართა. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, საახალწლო კონცერტში შალვა ჯაფარიძის სახელობის ანსამბლი “რაჭა”, კულტურის სახლის ქორეოგრაფიული წრის აღსაზრდელები და სასცენო მეტყველებისა და საესტრადო წრის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
“საახალწლო კონცერტს ესწრებოდნენ ონის მუნიციპალიტეტის მერი – სერგი ხიდეშელი, მოადგილე – ლევან შერაზადიშვილი, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები.
ა(ა)იპ “გიგა ჯაფარიძის სახელობის ონის კულტურის ცენტრის ადმინისტრაციამ მადლობა გადაუხადა რაჭა-ლეჩხუმ- სვანეთის მაჟორიტარ დეპუტატს გოჩა ენუქიძეს გაწეული ქველმოქმედებისთვის
ღონისძიება კოვიდ რეგულაციების სრული დაცვით ჩატარდა.
ონის მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის ღონისძიების ორგანიზატორებს და კონცერტის თითოეულ მონაწილეს დღევანდელი საღამოს გალამაზებისთვის”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები