სოფელ მაკვანეთში ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახს ოზურგეთის მერია დაეხმარება
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთში ქარჩავების სახლი დაიწვა. ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ თალაკვაძე, პირველ მოადგილესთან, გიორგი ღურჯუმელიძესთან ერთად მივიდა და დაზარალებული ოჯახი მოინახულა.
„პირველ რიგში, დაზარალებულ ოჯახს, დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველვყოფთ, შემდეგ კი სათანადო დახმარებას გავუწევთ“ – განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.