თენგიზ აფხაზავა: მახსოვს ბავშვობაში „სახლობანას“ ვთამაშობდით, ამათ დაიწყეს „საკრებულოს სხდომობანას“ თამაში – ჩვენს ასეთ სხდომებს არ დავესწრებით

მახსოვს ბავშვობაში „სახლობანას“ ვთამაშობდით, ამათ დაიწყეს „საკრებულოს სხდომობანას“ თამაში. ჩვენს ასეთ სხდომებს არ დავესწრებით, – ამის შესახებ ბათუმის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე თენგიზ აფხაზავამ განაცხადა.

აფხაზავას განმარტებით, ოპოზიცია „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკებაზე უარს აცხადებს, „ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის“ მიერ დაყენებული საკითხები კი პროვოკაციულია.

„ცნობილია, რომ ჩვენს გარეშე გადაწყვეტილება მიღებული არ იქნება. მათი გუნდი აცხადებს, რომ ჩვენთან არანაირ საკითხზე არ დასხდებიან მოსალაპარაკებლად. ამ სხდომაზე მისვლას აზრი არ აქვს, მათ შორის პროვოკაციულია მიღებული ბიუჯეტის გაუქმების მოთხოვნა. ჩვენ არც ამ თამაშში მივიღეთ მონაწილეობას და ქალაქში კრიზისს არ შევქმნით,“ – განაცხადა თენგიზ აფხაზავამ.

შეგახსენებთ, რომ ბათუმის საკრებულოს სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ვერ ჩატარდა. სხდომას „ქართული ოცნების“ წევრები არ დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები