დიმიტრი ზურაბიშვილმა მცხეთაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა და პირველმა მოადგილემ გივი გიუტაშვილმა, ქალაქ მცხეთაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს.
მცხეთაში, ე.წ აზნევთის დასახლებაში, სკვერის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. დამონტაჟდა ტრენაჟორები, მოსასვენებელი სკამები და საბავშო ატრაქციონები, დაიგო კაუჩუკის ფილები. კეთილმოწყობის სამუშაოები შპს “გამატური“-ს მიერ შესრულდა. აღნიშნული პროექტი მოსახლეობის სურვილის გათვალისწინებით განხორციელდა.
მცხეთაში, რკინიგზის სადგურის დასახლებაში (წერეთლის 23-ის მიმდებარედ), არსებული მინი სპორტული მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. გამოიცვალა მოედნის ხელოვნური საფარი, შეიცვალა დაზიანებული ღობეები, დამონტაჟდა ახალი განათების სისტემა და კალათბურთის ფარები. ასევე, შეიცვალა საფეხბურთო მოედნის კარის ბადეები. სამუშაოები შპს „თეგიკა უნივერსალ“-მა განახორციელა.
მცხეთაში, რკინიგზის სადგურის დასახლებაში, არსებული მინი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. განხორციელდა ხელოვნური საფარის დაგება, დამონტაჟდა საფეხბურთო მოედანზე კარები, განათების სიტემა, მოედანი რკინის კონსტრუქციებით შემოიღობა. სამუშაოებს შპს „თეგიკა უნივერსალი“ ახორციელებს.
მიმდინარე პროექტები, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად მოინახულეს, მერის მოადგილემ გიორგი ბაჯაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ელოშვილმა, მოადგილემ მიხეილ ბუჯიაშვილმა და მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა.
მსგავსი პროექტები, მოსახლეობაში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.