ბათუმის საკრებულოს სხდომა კვლავ ვერ ჩატარდა – მიზეზი კვორუმის არარსებობაა

ბათუმის საკრებულოს სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ისევ ვერ ჩატარდა. სხდომას „ქართული ოცნების“ წევრები უკვე მეორედ არ დაესწრნენ.

რეგისტრაცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ – 8, გახარიას პარტია „საქართველოსთვის“  და „ლელო საქართველოდან“ თითო-თითო წევრმა გაიარეს.

სხდომა ოპოზიციის მოწვევით ჩაინიშნა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები იყო – საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა და 2022 წლის ბიუჯეტის ბათილად ცნობა.

საკრებულოს თავმჯდომარის ასარჩევად 35 წევრიდან 18 წევრის ხმაა საჭირო.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები