კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 887 – თბილისში, 309 – იმერეთში, 222 კი აჭარაში გამოვლინდა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა კვლავ თბილისში, იმერეთსა და აჭარაში გამოვლინდა.
“დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 097 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 887 შემთხვევა, აჭარა – 222, იმერეთი – 309, ქვემო ქართლი – 114, შიდა ქართლი – 97, გურია – 92, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 140, კახეთი -135, მცხეთა-მთიანეთი -49, სამცხე-ჯავახეთი – 30, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -22”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 932 641 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 893 064, გარდაიცვალა 13 758 პაციენტი.